საქართველოს მოსახლეობა ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან და იმედი მაქვს, არ უნდა ველოდოთ კრიზისის გაღრმავებას, სანამ ევროპა იმოქმედებს და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ? პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებით. ჩვენ გვესაჭიროება და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს. ჩვენ მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან გვესაჭიროება, იმიტომ რომ პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არ არის მარტო და თქვენ მხარს გვიჭერთ და ეს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ვიზიტის დროს, ეს გახლდათ ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, რომელიც ამას გულისხმობდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა.
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.