“ვენეციის კომისია საქართველოს ყველაფერს ვერ ასწავლის. საქართველოს აქვს თავისი გამოცდილება, დიდი, 3000 წელია. ვენეცია სულ არ არსებობდა. ევროპა არ არსებობდა, საქართველო კოლხა რომ იყო და იბერია რომ იყო. არ არ არსებობდნენ საერთოდ. 21–ე საუკუნე, მეოცე საუკუნე და 19–ე საუკუნე არ განაპირობებენ მსოფლიო ისტორიას, მსოფლიო ისტორიის წესს და ცხოვრების წესს. და ეს ვენეციის კომისია… გავიგეთ, რომ ვენეციის კომისია… და ვინ არიან იქ, გაბრიელი და მიქაელ მთავარანგელოზები ხომ არ სხედან იქ? ჩვენნაირი ადამიანები სხედან”
ასე უპასუხა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტის კითხვას არჩევნების შესახებ და იმ არგუმენტს, რომ დასავლელი მეგობრების აზრით, ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.