“სპეცრაზმი გადაიყვანეს იუსტიციასთან და შსს-სთან, ჩვენ მოვტრიალდით, ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ, ისინი გამოგვეკიდებიან “- ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გადაადგილების მარშრუტს არ ამხელენ და საპოლიციო ძალებს კვალს ურევენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების მოთხოვნა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
“ტრაგიკომიკური ვითარებაა შსს-ს ყველა დანაყოფში, არბენინებენ წინ და უკან. ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ. მგონია, რომ ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება რეჟიმს, სარგებლობს გაცილებით დიდი მორალური პასუხისმგებლობით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შსს-სთან და ჩვენ ავიღეთ და მოვტრიალდით და წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ისინი გამოგვეკიდებიან” – ამბობს მელია
დემონსტრაციის პარალელურად მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.