“ამ გლოვის ფონზე ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებენ ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მეც პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, მბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. მე ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი სინანული და გლოვა არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის გამოყენება, ამ პოლიტიკური რაკურსით ომის თემის ახლიდან წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება”
აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი.