ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები – არჩილ მესტვირიშვილი

 

“ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები”.

აცხადებს ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ  bm.ge-სთან.

ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა. თუმცა, TBC და საქართველოს ბანკი აცხადებენ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლიტიკას არ შეცვლიან და საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა, პაპუნა ლეჟავას შემდეგ უკვე არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა.