“ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, კონტრაბანდული იარაღის გატარებას, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს “- განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეკომპანია ”ფორმულასთან” ინტერვიუში. ამ განცხადებით, ვიცეპრემიერი, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.
”იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?”- განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან