ვერ ვხედავ კავშირს პოლიტიკურ პატიმრებსა და ვინმეს პარლამენტში შესვლას შორის – გიორგი რურუას მეუღლე

“ვერ ვხედავ კავშირს პოლიტიკურ პატიმრებსა და ვინმეს პარლამენტში შესვლას შორის” – გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

“საერთოდ ვერ ვხედავ კავშირს პოლიტიკურ პატიმრებსა და ვინმეს პარლამენტში შესვლას შორის იმიტომ, რომ მგონია ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეში ყოველი დღე მათი იქ გატარებული  არის  დანაშაული ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მათი გათავისუფლება პირველ რიგში არის აუცილებელი მოლაპარაკების გასაგრძელებლად”, – ამბობს სოფო სუხარულიძე.