გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
თქვენ იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ – მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მილიარდი დოლარი, თუმცა ახლა გრძელდება შანტაჟი უკვე სხვა ფორმით.
ვისმენთ მუქარას, ფორმალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ ამ მიზანს – თქვენ იცით, რომ მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ გადაგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული – ვერც ახლა, ვერ ისწავლეს რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს ვერც წლების შემდეგ.
აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის.