ვერ მოგერევიან! გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან – თორნიკე მამალაძე

“ვერ მოგერევიან გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან” -ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე გიორგი რურუას განაჩენს.

“სიმართლე გითხრათ, როგორც კი გავიგე, რომ გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლე ბუგიანიშვილი გაამწესეს, მაშინვე ვიცოდი, რომ დღევანდელი განაჩენი ასეთი იქნებოდა. ქართულ ოცნებას თუკი სურს ვინმე ციხეში ჩასვას შეკერილი საქმით და მტკიცებულებების გაყალბებით – ძმები ბუგიანიშვილები საუკეთესო ვარიანტია. დეკანოზს მისმა ძმამ გამოუტანა უკანონო განაჩენი. ერთს ვიტყვი: გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან, ხოლო ნაძირალა და კრიმინალი ბუგიანიშვილები თავიანთი მბრძანებლებითურთ ჩაანაცვლებენ მათ კამერებს საპყრობილეში. ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა გიორგი რურუას! ვერ მოგერევიან ძმაო, შენ გაიმარჯვებ!!!”- წერს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.