“ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია შედეგი გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი და მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ”,
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე.