პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან მარტივად, მაგრამ, რა თქმა უნდა, დეტალებში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო სიღრმისეულად განვმარტავ ამ საკითხს, რომ ვერავინ, ვერცერთ ეტაპზე, ვერ გაიგებდა იმას, თუ რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა ამომრჩეველმა ხმა.

მე მესმის წუხილი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, რომელიმე საარჩევნო ბიულეტენზე ან ბიულეტენებზე იყო მეორე მხარეს გაფერადების კვალი, გამოჟონვის კვალი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ იძლევა იმის თქმის და დადასტურების შესაძლებლობას, რომ რომელიმე სუბიექტს, კონკრეტულ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა და რატომ.

ბიულეტენზე იღებდა მონაწილეობას და განთავსებული იყო 18 პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ინფორმაცია. სულ რომ დასტურდებოდეს ეს ინფორმაცია, სულ რომ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს და მეც მინახავს რამდენიმე ასეთი ბიულეტენი, რომელიც გავრცელდა, სადაც არის კვალი, მათ შორის, გაავრცელეს ერთ-ერთი ბიულეტენი, როდესაც პრეზიდენტს უჭირავს მისი ბიულეტენი ჩარჩო-ფორმაში და იქ ჩანს მონიშვნა და ეს რეალურად მონიშვნა ჩანს არა კონკრეტულად უბიექტის, არამედ მონიშვნა ჩანს საცდელი წრის. სულ რომ სხვა მონიშვნის ადგილი ჩანდეს, რა თქმა უნდა, ის იდენტიფიცირებადი არ არის, თუ რომელ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა.

კონფიდენციალურობა არის, რომ არჩევანი არ იყოს იდენტიფიცირებული და არა ის, რომ სადღაც ბიულეტენზე ფიქსირდება რომელიმე მონაკვეთში რაიმე გაფერადების შემთხვევა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი TV იმედის ეთერში.