ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში ჩავიდა.
“ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას”,– თქვა მეუფე ნიკოლოზმა მოსკოვში, სადაც მის ნათესავს, ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს – დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაუხადეს.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ამის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად ტაძარში მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა.