თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილი ე.წ. “კანონიერი ქურდის” შვილია.
შსს–ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.