შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რევოლუციაზე ოპოზიციამ არც უნდა იოცნებოს.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
“ამ თემზე ძალიან ხშირად, წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის. შეცვლა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყოველთვის არჩევნებით და არა რევოლუციით. ამაზე ნურც იოცნებებენ, მოდი ესე ვთქავთ”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.