ენმ-ს დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, გახარია არა საქართველოს, არამედ, რუსეთის მიმართაა ლოიალური.
,,მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი”,- მიმართა ბოკუჩავამ გახარიას.
მან პრემიერს ასევე უთხრა, რომ ახალგაზრდობა ასეთ პრემიერს არ იმსახურებს და ის ვერ ჩამოირეცხავს თვალთხარია გახარიას სახელს.
“ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ, დასავლურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.