“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს და გაეკეთებინოს. ნებისმიერი თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, გამოვიყენე კონკრეტულად აღნიშნული შესაძლებლობა, რაც ისევ და ისევ ბიუჯეტისთვის არის ძალიან კარგი. ვინც ერკვევა და იცის – თვითმფრინავი დაფრინავს თუ არ დაფრინავს, მას აქვს კონკრეტული ხარჯები: პილოტები, თვითმფრინავის შენახვა და ა.შ. შესაბამისად, როცა ვიქირავე თვითმფრინავი, ეს პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს, რადგან მომსახურებისთვის ჩემი საკუთარი თანხა გადავრიცხე, რომელიც დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავის შენახვის, გამართულობისა და მოწესრიგებისთვის იქნება გამოყენებული”
აცხადებს თბილისის მერი, კახი კალაძე სამთავრობო ბორტით სარგებლობასთან დაკავშირებით.
,