რუსთავის ციხესთან სამხედრო გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის დედის, გიულის ალასანიას თქმით, სავარაუდოდ მისი შვილი ციხიდან გაიყვანეს.
“სადღაც გაიყვანეს როგორც ჩანს. აღარ არის აქ. შეიკრიბა კონსილიუმა, რომელმაც დაწერა, რომ უნდა გადაყვანილიყო მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში, ადამიანის უფლებების იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს როგორც ჩანს, – ამბობს გიული ალასანია.