“არ ვიცი, არ მინახავს [ჩანაწერები]. გამოძიება ყოველთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის ხდება რეაგირება, თუ რაიმე კანონდარღვევა არსებობს. რა თქმა უნდა, დამნაშავე ყოველთვის დაისჯება. ვერცერთ ფაქტს ვერ დამიდასტურებთ, რომ ასეთი რაღაცა ვინმემ იკადრა [ფული შესთავაზა გადმობირებისთვის]”
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ენმ-ს გარდაცვლილ დეპუტატზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ. ენმ-ს განცხადებით, ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. მან ამის დასადასტურებლად აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა, რომელიც თავად ფუკარაძემ ჩაწერა.