“მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და თქვენ მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.

ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.

[…] ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია”

მის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ზვიად ხარაზაშვილის, იგივე ხარებაზე საუბრისას აცხადებს.