“დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თვლის რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით, უნდა ვთხოვო ჩვენ ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა “ოცნებას” მანიპულირებისა და სპეკულირების, ლეგიტიმაციის მიღების.
მეორეს მხრივ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ჩვენ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს როდესაც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას,”
აცხადებს ამის შესახებ, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომა უნდა გაიმართოს.