რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. სოხუმის აეროპორტში მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი ლაშა აშუბა დახვდა. სამუშაო შეხვედრებამდე, ვოლოდინმა და აშუბამ „სამამულო ომში“ დაღუპული აფხაზი ხალხის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც პარლამენტში ვოლოდინისა და აშუბის შეხვედრა შედგა.
სოხუმში „შეთანხმებას აფხაზეთის „სახალხო კრებასა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ“ მოაწერეს ხელი.