“ძვირფასო უკრაინელებო! მტერმა დაიწყო ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე სამხედრო ცენტრებისა და აეროდრომების – სხვა რეგიონებში. უკრაინის არმია გიცავთ და იგერიებს რუს ჯარებს. ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ თქვენი დასაცავად, რათა არ მისცენ აგრესორს შემოსვლის საშუალება.
დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ: დამშვიდდით! შესაძლებლობის შესაბამისად, დარჩით სახლში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თქვენი სიმშვიდე და ნდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ ამჟამად საუკეთესო დახმარებაა! სიტუაციის შესახებ ოპერატიულად შეგატყობინებთ. დიდება უკრაინას!”
მიმართავს უკრაიანის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსეი რეზნიკოვი მოსახლეობას.