“თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია – ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება!
მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს – იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!”
ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანასთან და ამით გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.