„ჩვენი პოზიცია არის ის, რაც საჯაროდ ბევრჯერ იქნა გაცხადებული, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ახალი პირობებით, რომელზე შეთანხმებულია ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, მანამდე არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ პირადად. არანაირი ადგილობრივი არჩევნები არ იქნება და ეს ზღაპრები, რომ ვითომ ოპოზიციამ შეიძლება დედაქალაქი მოიგოს და ა.შ. ეს არის ბოდვა, ტყუილი. ამ არჩევნებზე ადამიანები არ მივლენ. შეუძლებელია ამ არჩევნების მოგება, ისინი დაწერენ იმას, რაც უნდათ. თბილისზე ილუზიები, რომ 26 ოქტომბერს ჯამში ოპოზიციამ მოიგო, ეს არის ილუზიები.

რა გარემოებების ცვლილებებს ელოდებიან, უნდა ახსნას ყველამ, ვინც მაგას ამბობს. არსებობს ორი პირობა: ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ამის გარდა შეიძლება რაღაც პირობები შეიცვალოს ისე, რომ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდეს და ამის გამო ღირდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ეს უნდა თქვან. მაგრამ ესეთ პირობას ვერ ასახელებს ვერავინ. ყველა, ვინც ესეთ განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში ელოდება იმას, რომ მოკვდეს პროტესტი და მერე თქვან, რომ ქუჩიდან არაფერი გამოგვივიდა და ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ. ნანახი მაქვს ეს 2020 -ის არჩევნების შემდეგ.

გახარიამ თქვა, რომ ვერსიას იტოვებს, რომ შეიძლება [ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში] მიიღოს მონაწილეობა. ჩემი აზრით, თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა კონკრეტული პირობებით, რომელიც შეთანხმებულია ყველა მსხვილ ოპოზიციურ გუნდს შორის, არანაირი მონაწილეობას აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იქნება, პროტესტის მუხტის მოკვლა და ასევე, გარედან ის რაც აქამდე შევინარჩუნეთ, ამ რეჟიმის არაღიარება, სანქციების შემოღება და ა..შ ამ ყველაფრის წყალში გადაყრა“,

აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურა ჯაფარიძე.