ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით – ევროპარლამენტარი

ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ipn-თან საუბრისას საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. მისი თქმით, იზიარებს ხალხის შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.

„მე ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე ვფიქრობ ქვეყნის სტაბილურობაზე. საქართველოს უახლოეს მეზობელ ქვეყნებში როცა ომი და პანდემიაა, ახლა გაერთიანებისა და საერთო ენის გამონახვის დროა. ვფიქრობ, სიტუაციის დასამშვიდებლად სამართლიანობის შესახებ შეშფოთება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიხსნას“, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.