პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის ახალი მიზეზები აღმოაჩინა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპონენტებს ერიდებათ და პარლამენტში ინტელექტის დეფიციტის გამო არ შედიან:
“ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში” ამბობს კობახიძე პალიტრას ეთერში.