ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც ქართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ყველაზე ადრე ჩაერთო და საქართველოს სტუმრობდა, Facebook-ზე ვილნიუსში მცხოვრებ ქართველებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
“სასიამოვნო მომენტი კუდირკას მოედანზე – ვილნიუსში მცხოვრები ქართველები მადლობას მიხდიან თავიანთ სამშობლოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის. კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობითა და ევროკავსირის მედიაციით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თბილისში ორშაბათს იწყება. ვიმედოვნებ, დემოკრატია დაცული იქნება, – წერს პავილიონისი.
პავილიონისი აქტიურად არის ჩართული საქართველოს დასავლელი მეგობრების მობილიზებაში ქართული დემოკრატიის პრობლემების მოსაგვარებლად.