დღეს კორონავირუსით საქართველოში მე–17 პაციენტი გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. საავადმყოფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი თანმხლები პათოლოგიებით“,- უთხრეს ცენტრში ipn–ს.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 929 გამოჯანმრთელდა.