ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 28 წლის ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა.ის სავარაუდოდ, შეიარაღებული იყო პნევმატური იარაღით, რომელიც მან იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.
ბანკზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. საპატრულო დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.