ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გადაწყვეტილება, მისმა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მხარდამჭერმა და რუსმა მილიარდელმა, იური კოვალჩუკიმ მიაღებინა.
სწორედ მან განავითარა იდეა, რომ ასეთ ომს შეეძლო დასავლეთისთვის რუსეთის სიძლიერე ეჩვენებინა – იუწყება Wall Street Journal-ი კოვალჩუკების ოჯახის მეგობარზე და ასევე რუსეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით.
ის ომის დაწყებამდე ხშირად ხვდებოდა პუტინს და ასევე საუბრობდა ტელეფონით ან ვიდეო ზარით.
კოვალჩუკი, რომლის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს შემოიღეს, არა მხოლოდ ბიზნესმენია, არამედ ერთ-ერთი უმსხვილესი მედია მაგნატი. ის ფლობს ტელეარხებს, გაზეთებს, სოციალურ ქსელებს, რომლებიც კრემლის პროპაგანდას უწყობენ ხელს. რამდენადაც რუსეთის ომი უკრაინაში წარუმატებლობის წინაშე დგას, მისი მედია უფრო ღირებული ხდება კრემლის არსენალში.
ტელეარხები, ჩუმად აშუქებდნენ ნაწილობრივ მობილიზაციას, ასევე საუბრობდნენ უკრაინულ „ბინძურ ბომბზე“ და იწინასწარმეტყველეს შეერთებული შტატების დაშლას- იუწყება Wall Street Journal-ი. კოვალჩუკის დახმარებით პუტინი აძლიერებს კონტროლს ინტერნეტზე.
როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო 2020 წლის მარტში, კოვალჩუკი მზად იყო კარანტინში წასულიყო პუტინთან შესახვედრად და სასაუბროდ. როგორც გამოცემა ყოფილ რუსი დაზვერვის ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება, სწორედ ამ საუბრების დროს კოვალჩუკმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლეთი სუსტია და დროა გამოეჩინა რუსეთის სამხედრო ძალა უკრაინაში შეჭრით.