‘ვინ უგინებს მამას?! ჯალათი მამის ჯალათი შვილი “- ასე აფასებს, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის დაპირისპირებას პარლამენტში.
”მესმის, თაკო ჩარკვიანი არ გიყვარდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ სრულიად არანორმალურია წულუკიანის გამოსვლის შემდეგ, ერთმანეთად ღირან ორივეო, ამბობდე.
ადამინს მამის საფლავი შეუგინა. ქალს უთხრა, კომფორტულ ლეიბს გიყიდი და ქუშაში წამოკოტრიალდიო და მრავალი სხვა სიბილწე და უბედურება. და ამის შემდეგ და ამის ფონზე, თაკოს განხილვა და შეფასება ნორმალურია საერთოდ, ვინც არ უნდა გეგონოთ და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ?
თან ვინ ეუბნება და ვინ უგინებს მამას?! – ჯალათი მამის ჯალათი შვილი, რომელიც ახლა კულტურას ხელმძღვანელობს. ქალი, რომელსაც კულტურასთან არ ჩაუვლია და ყველაზე ცნობილი და გამოჩენილი ცენზორია.
ჩემი სრული მხარდაჭერა Tako Charkvianis” -წერს გვარამია.