შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა თავიდან არიდებული ყოფილიყო. შსს-ს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, იმის მიუხედავად, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე, შსს-სა და მინისტრს მადლობა ეკუთვნით. მე არ მგონია, რომ ის შეფასება სწორი იყოს, რაც, ამ შემთხვევაში, კონკრეტული დიპლომატის მხრიდან გაკეთდა. თვითონ სასჯელს რაც შეეხება – ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არ არის, დიპლომატი ამაზე არ უნდა საუბრობდეს […] ღმერთს მადლობა, ჩვენ დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები გვაქვს და ამ თემებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ისინი იღებენ.
აცხადებს, მმართველი გუნდის, თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრორუსული ძალების მიერ TBILISI PRIDE ფესტივალის დარბევასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.