“ვინც არ დადოს მტკიცებულება იმის დედას შე**ცი”- ჯაფარიძე კობახიძეს

ფოტო: რადიო თავისუფლება

“ვინც არ დადოს მტკიცებულება იმის დედას შე**ცი” – ასე გამოეხმაურა “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.

“ირაკლი კობახიძეს მივმართავ, ვინც არ დადოს მტკიცებულება, რომ მე სადმე მართლა ვთქვი, რომ ევროპამ სტატუსი არ მოგვცა იმიტომ, რომ ომში არ ჩავერთეთ, იმის დედას შე**ცი და ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტ, რომ ჩემთან მიმართებაში რამე ტყუილი თქვა, ყოველ ჯერზე იღებ ასეთ პასუხს”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

გუშინ,18 ნოემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კობახიძე ამტკიცებდა,რომ “საქართველოს კანდიდატის სტატუსი ომში არჩართვის გამო არ მისცეს”.

“თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენ ვუკავშირებთ ერთმანეთს ომს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ დროს თქვენი ტროიკის წარმომადგენელია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა შემდეგი, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პასუხი კითხვაზე – აბა ომი გინდათო. პირდაპირ, ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც არის თქვენი ტროიკის წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ომში არჩართვის გამო არ მოგვენიჭა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით, როგორც გირჩის წარმომადგენელმა”, – თქვა კობახიძემ 18 ნოემბერს პარლამენტში ვაშაძის კითხვის პასუხად.