“ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ აი ფარცხალაძეს დაუწესეს სანქცია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაუხვევს იმ კანონს, იმ წესრიგს რომელიც საქართველოში მკაცრად მოქმედებს, რასაკვირველია, გახდება შესაბამისი სტრუქტურების ინტერესის საგანი. რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილს საერთოდ პოლიტიკურ თემებთან, ბოლო პერიოდში, მოყოლებული იქიდან როცა თქვა, რომ არა მაქვს კავშირი, კავშირი არ აქვს. ეს პიროვნული საკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გინდათ ბიძინა ივანიშვილისგან შექმნათ ადამიანი, რომელსაც რაღაცა საიდუმლო ძაფები უკავია ხელში და სინამდვილეში ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს უშველებელი ჩამონათვალი სიკეთეების”,
აცხადებს ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით.