“ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო “- ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მიზეზი ტესტის ვერგაკეთებაა, რადგან საქართველო ტესტების რაოდენობით მსოფლიო ლიდერე ქვეყნებს უტოლდება.
“ყოველ ერთ ასეთზე გარდაცვალების შემთხვევა საქართველოში მოდის 5 და 10 შეცდომა ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში, თუ ეს შეცდომა იყო, ან ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია. თვითონ პანდემიასთან გამკლავება ტრაგიკული შემთვევების და ზოგჯერ, ალბათ, შეცდომების გარეშეც, ექიმებიც ადამიანები არიან, ალბათ, შეუძლებელია. შესაძლოა, ბევრს არ აქვს ტესტის თავისი ხარჯით გაკეთების საშუალება, მაგრამ ტესტირების რაოდენობით ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე,ხვალიდან ტესტების რაოდენობითაც ვუტოლდებით მსოფლიო ლიდერებს. თქვენ რა გინდათ, მითხრათ, ჩვენთან 15-16 გარდაცვლილი იმიტომაა, რომ ტესტი გაკეთების საშუალება არ აქვთ? ეს აბსოლუტურად არ შეესაბამდება სიმართლეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.