ვიოლა ფონ კრამონი ღარიბაშვილს მოუწოდებს არ გააგრძელოს პოლარიზაციის რიტორიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, არ გააგრძელოს პოლარიზაციის რიტორიკა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“რთულია ამის შეფასება, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ყველა დაინტერესებულია პრობლემის გადაწყვეტით და ყველა ამოდის იმ პრინციპიდან, რომ კომპრომისი არ ნიშნავს შენი მოთხოვნების 100%-ით არდაკმაყოფილებას. ასე გვესმის ევროპაში და მინდა, რომ ასე იყოს საქართველოშიც. არ უნდა გავყიდოთ მაქსიმალური მოთხოვნები პრესისთვის, არამედ საბოლოო ჯამში კომპრომისებზე ვიყოთ ორიენტირებული ჩვენი წევრებისა და ამომრჩევლების მიმართ.თუ ქართული პოლიტიკური პარტიები ასე ხედავენ, რომ 6-ვე პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია, ეს არის გზავნილი, მაგრამ მაშინ ჩვენ პრიორიტეტები უნა დავსახოთ და კარგად გავიაზროთ რომელი პუნქტი რა სახით განვახორციელოთ, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, არ ილაპარაკოს წითელ ხაზებზე, წყალგამყოფებზე. ძალიან რთულია ასეთი ტიპის პოლიტიკური აქტორების ჩართულობა მოლაპარაკებებში. სამთავრობო პარტია ქართულ ოცნებას ეკისრება ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მათ მოვუწოდებ, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ოპოიციურ პარტიებთან, პრემიერმინისტრს მოვუწოდებ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და არ გააგრძელოს პოლარიზაციის რიტორიკა”, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.