“პერსონალურ სანქციებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი ჩემი და მეგობრების მხრიდან. ვამბობ იმ დოზით, რამდენადაც შემიძლია – ასე გააგრძელებს და, როგორც ჩანს, გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ ასცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება, სხვადასხვა საპროტესტო აქციით, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმის, დღეში რამდენიმეჯერ, მანამ, სანამ არ დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო, არ დაბრუნდება მოპარული არჩევნები და პირველ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იქნება უზრუნველყოფილი”
ამბობს ნიკა მელია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ.