“სესხების ჩამოწერა, ფულის გაიაფება, არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა, გადასახადების შემცირება, ჩვენი ეკონომიკის წახალისება, შიდა ინვესტორის ინსტიტუტის გაჩენა – მე მჯერაა, რომ ეს შესრულებადია!
ამიტომ ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ.
მათ კი, ვინც თბილ კაბინეტებში სხედან და ვერაფერს აკეთებენ, თუ მართლა უნდათ ცვლილებები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დაასრულონ „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით”
წერს პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე Facebook-ზე.