“ვისაც ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა უნდა, მათგან გახარიას ნდობა არ შეიძლება. ადამიანი ვერ ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. 20 ივნისზე ოცნების იგივე პროპაგანდისტულ, უტიფარ ხაზს აწვება. ამ დროს აღიარებს, რომ კრიტიკულ ვითარებაში მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო.
კოვიდზე საბრძოლველი თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა ჩვენი ეკონომიკა და ჯანდაცვა. ყველა კრიტიკულ ვითარებაში, იქნებოდა ეს კერზაიას საქმე, პანკისის სპეცოპერაცია, თუ ყველა სხვა დროს, ეს ადამიანი ვერ იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა ქვეყანას ან იღებდა სამარცხვინო გადაწყვეტილებას”
აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.