“ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ”- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ გლდანში, შესაძლოა, ნიკა მელიამ გაიმარჯვოს და მას პოლიტიკიდან წასვლა მოუწიოს.
“არავითარ შემთხვევაში, ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ,”- აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ “ოცნების” კანდიდატიდან – კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა.