არც მარტო დიდ ჰესებზე არ არის ლაპარაკი, დიდი ჰესებიდან იქ სამია მხოლოდ: ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი, დანარჩენი არის საშუალო და პატარა ჰესები და ყველა გაჩერებულია. ყველგან ერთი და იგივე ტიპის პრობლემებია. საბოლოო ჯამში, რომ დათვალო, შეჩერებული არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. 4 მილიარდი დოლარი არ შემოვიდა ქვეყანაში მაგის გამო, რომ ყველგან ყველაფერი გაჩერებულია”,- ამბობს ჯაფარიძე ფორმულას გადაცემა “კომენტარში”.
მისივე განცხადებით, ჰესების მშენებლობის გაჩერების პარალელურად ვიღაცებს რუსეთიდან დენი შემოაქვთ და ვინაიდან, საქართველო ელექტოენერგიას არ აწარმოება, რუსეთიდან იმპორტი იზრდება.
“ვისაც შემოაქვს, ის ხალხი არის კონკრეტულად დაინტერესებული, რომ ჰესები არ აშენდეს და მათ აკეთონ ასობით მილიონი ლარი, ყოველწლიურად. ეგ არის, ჩვეულებრივად, რუსული ინტერესი”,- ამბობს ჯაფარიძე .