სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიციფრების გამო, ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. ამის შესახებ ეკლესიის დარაჯმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესიაში სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს. დარაჯის განმარტებით, პირადად მან დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა. თუმცა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.
დაცვის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ინფიცირებულთან ერთ ცვლაში მუშაობდა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კარანტინში გადაიყვანეს.
თავის მხრივ სასულიერო პირის დაინფიცირებაზე კომენტარს აკეთებს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
კონტაქტებს შორის მოიაზრებიან: ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები, მეზობლები და ის პირები, რომლებიც კასპიდან თბილისში მასთან ერთად მგზავრობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულს კონტაქტი სასულიერო პირებთან, თუმცა ცნობილია, რომ დაცვის ყველა თანამშრომელს სამუშაო ცვლის დროს სასულიერო პირები ლოცავენ.