უნგრეთის პრემიერმინსტრმა ვიქტორ ორგანმა, უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან და მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის შემოთავაზებაზე.
ვიქტორ ორბანმა ასევე განმარტა, რომ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება.
European Pravda-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მის მშვიდობის ინიციატივებს.