ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი აგრძელებენ აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას და საერთაშორისო სანქციების შესაბამისად იმოქმედებენ.
“ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.