”ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი” – მეცოლა ქართველ ხალხს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დღეს ტვიტერზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი სტატუსი გამოაქვეყნა. ის წერს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა.

“ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.

ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული,” – წერს მეცოლა.