უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ „მძიმე ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება“.
“ ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემენნაიასთვის, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთის სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ყველაზე დიდი ძალების კონცენტრაცია სწორედ ამ მიმართულებით მოახდინა, ჩვენი ჯარისკაცები – უკრაინის შეიარაღებული ძალები, ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები – იცავენ სახელმწიფოს <…> რუსეთში ისინი უკვე კამათობენ ერთმანეთთან იმაზე, თუ ვის მიაწერონ ერთგვარი ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მივაყენოთ მტერს მძიმე დანაკარგები.“–თქვა ზელენსკიმ.
ამგვარად, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადება, რომ სოლედარი მთლიანად “გათავისუფლდა”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და ვაგნერის დაჯგუფცება ამ “წარმატებას“ საკუთარ დამსახურებად აცხადებენ.