ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსდა.

პუტინის განცხადებით, მის გარემოცვაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების გამო იძულებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი, ამიტომ ამ კვირაში დაგეგმილ ორ შეხვედრაში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის პუტინის გარემოცვაში COVID-19-ით ინფიცირებული.