მე არ ვეთანხმები [ერთიანი სიის] იდეას, მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება…

მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტენატიული ცენტრის შექმნაზე. გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს, სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით.

ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთ სიაში არ ვიქნებით. ამას მკაფიოდ ვამბობდით, ვამბობთ და გავიმეორებთ მომავალში.

განაცხადა TV პირველის ეთერში ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.