“მასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ, როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, ბუნებრივია, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს, მშიშარა კაცია და შესაბამისად, ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის მისი მისი ასეთი ნებისმიერი განცხადება”

განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.