ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევში ჩასულ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს, უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა.
ორბანმა ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.